ნაქარგი სამოსი

მთიული - პორტრეტი - სვიტერი

124.00 GEL
+4 ქულა
იყიდეთ ქულებით საჭირო ქულა - 18

ზოგიერთი იდენტობა თავისით მეტყველებს.

მთიული - პორტრეტი ნაქარგი ილუსტრაციაა, რომელიც მთიულეთსა და ამ ისტორიული კუთხის ადამიანებს ეძღვნება.

დიზაინზე გამოსახულია სტილიზებული პორტრეტი, რომელშიც წარწერა „მთიული“ სახის ნაკვთებშია ჩართული. მუქი, აჩეჩილი თმა, ხშირი წვერი და წითელ-ნარინჯისფერი დეტალები ილუსტრაციას გამორჩეულ ხასიათს სძენს. თითოეული ელემენტი ერთიანდება კომპაქტურ, ადვილად ამოსაცნობ ნაქარგ კომპოზიციაში.

დიზაინი Tbiloom-ის „სადაური“ კოლექციის ნაწილია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ადამიანებს თანამედროვე ილუსტრაციების სახით წარმოაჩენს. ეს ნაქარგი განსაკუთრებით მათთვისაა, ვისთვისაც მთიულეთი მშობლიური კუთხეა ან ამ მხარესთან განსაკუთრებული კავშირი აქვს.

დიზაინი შექმნილი და მოქარგულია საქართველოში, Tbiloom-ის მიერ

 


Collection: SADAURI • სადაური


დიზაინის ავტორი:  თამარ ჩეკურიშვილი

100% ბამბა · 340 გ/მ²
დამზადებულია საქართველოში
Unisex fit

German Madeira thread · every piece checked by hand

ფერიBlack
ზომა
✓ უფასო მიწოდება 150 ₾-ზე მეტი ღირებულების შეკვეთებზე✓ დაბრუნება 24 საათში✓ დამზადებულია საქართველოში
მოვლის ინსტრუქცია

ნაქარგის დასაცავად ტანსაცმელი ამოაბრუნეთ და ცივ წყალში გარეცხეთ.

არ გააშროთ საშრობში. გააუთოეთ უკანა მხრიდან და მოარიდეთ უთო ნაქარგს.

ქარგვა და ზომები

მანქანით ნაქარგი გერმანული Madeira-ს ძაფით.

უნისექს თარგი. იხილეთ ზომების ცხრილი.

მიწოდება და დაბრუნება

150 ₾-ზე მეტი ღირებულების შეკვეთებზე მიწოდება საქართველოს მასშტაბით უფასოა.

დეტალებისთვის იხილეთ დაბრუნების პირობები.