





მოხევე - პორტრეტი - მაისური
ზოგიერთი იდენტობა თავისით მეტყველებს.
მოხევე - პორტრეტი ნაქარგი ილუსტრაციაა, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ მთიან კუთხეს — ხევს და ამ კუთხის ადამიანებს ეძღვნება.
დიზაინზე გამოსახულია სტილიზებული პორტრეტი, რომელშიც წარწერა „მოხევე“ სახის ფორმებშია ინტეგრირებული. ხვეული თმა, გამორჩეული ულვაში და წითელ-ყავისფერი ტონები ილუსტრაციას ხასიათს და დასამახსოვრებელ იერს აძლევს, თანაც კომპაქტურ და მარტივად სატარებელ ფორმას ინარჩუნებს.
დიზაინი Tbiloom-ის „სადაური“ კოლექციის ნაწილია და თანამედროვე ფორმით აჩვენებს საქართველოს რეგიონულ იდენტობას. ეს ნაქარგი განსაკუთრებით მათთვისაა, ვისაც ხევთან, მის კულტურასთან და იქაურ ადამიანებთან განსაკუთრებული კავშირი აქვს.
დიზაინი შექმნილი და მოქარგულია საქართველოში, Tbiloom-ის მიერ
Collection: SADAURI • სადაური
დიზაინის ავტორი: თამარ ჩეკურიშვილი
German Madeira thread · every piece checked by hand
მოვლის ინსტრუქცია
ნაქარგის დასაცავად ტანსაცმელი ამოაბრუნეთ და ცივ წყალში გარეცხეთ.
არ გააშროთ საშრობში. გააუთოეთ უკანა მხრიდან და მოარიდეთ უთო ნაქარგს.
ქარგვა და ზომები
მანქანით ნაქარგი გერმანული Madeira-ს ძაფით.
უნისექს თარგი. იხილეთ ზომების ცხრილი.
მიწოდება და დაბრუნება
150 ₾-ზე მეტი ღირებულების შეკვეთებზე მიწოდება საქართველოს მასშტაბით უფასოა.
დეტალებისთვის იხილეთ დაბრუნების პირობები.