



მაკი - შეზღუდვებს მიღმა - სვიტერი
ნაქარგი დიზაინი შთაგონებულია ანიმე Jujutsu Kaisen-ის (ჯჯკ) პერსონაჟით, მაკი ზენინით, რომლის ისტორიაც საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შეზღუდვების გადალახვას უკავშირდება.
წინა მხარეს გამოსახულია დეტალურად დამუშავებული, ვერცხლისფერი მახვილი ორნამენტიანი პირით. უკანა მხარეს კი მაკის დიდი პორტრეტია - მოკლე თმით, სახესა და მკლავებზე დარჩენილი წითელი ნაწიბურებითა და მისთვის დამახასიათებელი მტკიცე გამოხედვით.
მაკი ზეციური შეზღუდვით დაიბადა, რის გამოც დაწყევლილი ენერგიის ნაცვლად განსაკუთრებული ფიზიკური ძალა აქვს. დიზაინი ასახავს მის დამოუკიდებლობას, გამძლეობასა და ზენინის კლანის მიერ დაწესებული საზღვრების გადალახვის სურვილს
Collection: JJK• ჯჯკ
დიზაინის ავტორი: გვანცა სანიკიძე
გერმანული Madeira-ს ძაფი · თითოეული ნივთი ხელით მოწმდება
მოვლის ინსტრუქცია
გარეცხეთ ცივ წყალში, ამოტრიალებულ მდგომარეობაში, რათა ნაქარგი დაიცვათ.
დააუთოეთ უკანა მხრიდან, ნაქარგის არეალის თავიდან აცილებით
ქარგვა & ზომები
მანქანით ნაქარგი გერმანული Madeira-ს ძაფით.
უნისექსი მოდელი - იხილეთ ზომების ცხრილი.
მიწოდება & დაბრუნება
ისარგებლეთ უფასო მიწოდებით მთელი საქართველოს მასშტაბით 150 ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთებზე.
გსურთ ნივთის დაბრუნება? დეტალური ინფორმაცია იხილეთ ჩვენს დაბრუნების პოლიტიკაში