აყვავებული სახელი
აღწერა
ზოგიერთი სახელი იმსახურებს, რომ აყვავდეს.
„აყვავებული სახელი“ პერსონალიზებული ნაქარგი დიზაინია, რომელიც შენ მიერ შერჩეულ სახელს ფერადი ყვავილების კომპოზიციად აქცევს. თითოეული ასო ყვავილოვანი დეტალებით იქმნება, რაც სახელს განსაკუთრებულ და ინდივიდუალურ იერს ანიჭებს.
იქნება ეს დედის, დის, ბებიის, საუკეთესო მეგობრის თუ შენი საკუთარი სახელი, ყვავილებით შექმნილი წარწერა უბრალო სიტყვას ძვირფას და დასამახსოვრებელ საჩუქრად აქცევს.
იდეალური არჩევანია 3 მარტს - დედის დღისთვის, 8 მარტს - ქალთა საერთაშორისო დღისთვის, დაბადების დღისთვის ან უბრალოდ საყვარელი ადამიანის გასახარებლად. ბოლოს და ბოლოს, ყურადღებისა და სიყვარულის გამოხატვას განსაკუთრებული თარიღი არ სჭირდება.
Tbiloom-ის მიერ საქართველოში შექმნილი და მოქარგული „აყვავებული სახელი“ აერთიანებს პერსონალიზებულ წარწერასა და ყვავილოვან დიზაინს, რათა საყვარელ ადამიანს აჩუქო რაღაც ნამდვილად გამორჩეული.
როგორ ხდება პერსონალიზაცია: უბრალოდ მიუთითე სახელი, რომლის მოქარგვაც გსურს. ჩვენ კი მას სპეციალურად შენთვის შექმნილ ყვავილოვან კომპოზიციად ვაქცევთ
დიზაინის ავტორი: თამარ ჩეკურიშვილი
მოვლის ინსტრუქცია
გარეცხეთ ცივ წყალში, ამოტრიალებულ მდგომარეობაში, რათა ნაქარგი დაიცვათ.
დააუთოეთ უკანა მხრიდან, ნაქარგის არეალის თავიდან აცილებით
ქარგვა & ზომები
მანქანით ნაქარგი გერმანული Madeira-ს ძაფით.
უნისექსი მოდელი - იხილეთ ზომების ცხრილი.
მიწოდება & დაბრუნება
ისარგებლეთ უფასო მიწოდებით მთელი საქართველოს მასშტაბით 150 ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთებზე.
გსურთ ნივთის დაბრუნება? დეტალური ინფორმაცია იხილეთ ჩვენს დაბრუნების პოლიტიკაში